თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის ორგანიზებით 2022 წლის 1-7 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სკოლა კონფერენცია ფუნქციურ მასალებზე თანამედროვე ტექნოლოგიებში.
სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ არარელატივისტური კვანტური მექანიკა მინიმუმ 5 კრედიტის ოდენობით.
სკოლა-კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა თსუ მე-2 კორპუსის 101 ოთახში 2022 წლის 21 ივლისის 16 საათამდე უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული)
- სასწავლო ბარათი (ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული)
- სამოტივაციო წერილი
- მოკლე ავტობიოგრაფია (CV).
სტუდენტების შერჩევა განხორციელდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩეული სტუდენტების გაივლიან გასაუბრებას კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან.
გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 22 ივლისს.
შერჩეული სტუდენტები განთავისუფლდებიან საკონფერენციო გადასახადისგან, დაუფინანსდებათ კვებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 595418167.